თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში
27 აგვ 2020
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გაეროს განვითარების პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია მუნიციპალურ დონეზე სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომელიც იმუშავებს სოფლის განვითარების მხარდამჭერ ინიციატივებზე და დაკომპლექტდება საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან.

სოფლის განვითარების მუნიციპალური სამუშაო ჯგუფის მიზანია მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საჭიროებებზე პროაქტიული რეაგირება, რესურსების მობილიზაციის და სხვადასხვა აქტორების კოორდინაციის გზით.

შეხვედრას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მუხაშავრია, მერიის თანამშრომლები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4738
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1910
იან 00
2943
ივლ 02 ოთხ 2025
5393
ივნ 27 პარ 2025
5222
აგვ 12 სამ 2025
5757
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1910