თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ წინწყაროში 180 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
26 აგვ 2020
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში 180 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

პროექტის მიხედვით აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა, ეზოს დარჩენილი ნაწილი კი გამოყენებული იქნება გასართობი მოედნების, ატრაქციონებისა და სარეკრეაციო ზონის მოსაწყობად.აღსანიშნავია, რომ შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის.

ახალი საბავშვო ბაღისთვის გათვალისწინებულია საძინებელი და სათამაშო ოთახების, გასახდელების, ბუფეტის, დარბაზის,  ექიმის, ადმინისტრაციის, სამზარეულოს, ლიფტის, საევაკუაციო კიბის და ასევე საქვაბე ოთახის მოწყობა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღის  მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2020 წლის 19 აგვისტოს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 18 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 896 262 ლარს შეადგენს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=364504&lang=ge

 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3970
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1530
იან 14 კვ 2024
2032
იან 07 შბ 2023
4359
ოქტ 24 ორშ 2022
3785
 

2025 იანვარი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები