თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ ბორბალოსა და ღოუბანში გზების მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
01 აგვ 2020
 

მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოსა და ღოუბანში 2,5 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს არსებული გზის  გაფართოებას, ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარისა და სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციას.

მიმდინარე სამუშაოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

სამუშაოების განხორციელება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სექტემბრის ბოლოს. შედეგად  განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით  ისარგებლებს ბორბალოს, ღოუბნის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა დაახლოებით 1000-მდე პირდაპირი ბენეფიციარი. პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მისი ჯამური ღირებულება 1 430 055  ლარს შეადგენს. სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს მილენიუმ ბილდერს გრუპ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3855
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ოთხ 2025
2634
ივნ 27 პარ 2025
2510
აგვ 12 სამ 2025
2743
ივლ 01 ორშ 2024
5494
იან 14 კვ 2024
5488
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
ნოემ 27 ხუთ 2025
800