თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დაბა მანგლისის გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
22 ივლ 2020
 

მიმდინარე წლის 22 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ,თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ დაბა მანგლისში გაზიფიცირების სამუშაოები მოინახულეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

დაბა მანგლისში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ , მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება. პროექტის მიხედვით აშენდება 34 150 გრძივი მეტრის მკვებავი და მოეწყობა 48 273 გრძივი მეტრი გაზსადენის ქსელი. 1 558 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი აირით.

სამუშაოების ღირებულება 11 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს. მოსახლეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წლების განმავლობაში ბუნებრივი აირის არ არსებობა წარმოადგენდა. ბუნებრივი აირით მომარაგება ხელს შეუწყობს დაბა მანგლისის როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტის განვითარებას და აქტიურ ტურისტულ ზონად გადაქცევას. მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა მანგლისის დიდ ტურისტულ პოტენციალს და ადგილობრივებს იმ სახელმწიფო საგრანტო პროგრამების შესახებ ესაუბრა, რომლითაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4617
 
 
დატოვეთ კომენტარი (3)
 
 
pHqghUme
აგვ 16 ოთხ 2023
07:04
1
pHqghUme
აგვ 16 ოთხ 2023
05:17
1
მზია
ივლ 31 პარ 2020
15:20
2017 wlidan Asuretis agarakkebis mosaxleobac vibrzvit gazificirebaze magram raaa pasuxi movida 3wlian gegmashi moxvedra mere gadasdes ministrebis shecvlis shemdeg, iqneb dagvexmarot da ertoblivad saqme gaketdes madloba winaswar
 
სიახლეები
იან 00
1684
ივლ 02 ოთხ 2025
4016
ივნ 27 პარ 2025
3930
აგვ 12 სამ 2025
4225
ივლ 01 ორშ 2024
6855
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1684