თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოსავლის აღება მიმდინარეობს
16 ივლ 2020
 

COVID 19-ით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად აგროსერვისის მიწოდება შეუფერხებლად, წესების სრული დაცვით ხორციელდება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ფერმერებმა აქტიურად დაიწყეს თავთავიანი მოსავლის აღების პროცესი. მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებაში დახმარებას უწევს თეთრიწყაროს ფერმერთა მომსახურების ცენტრი, რომელიც უახლესი ტექნიკის გამოყენებით ფერმერებს აგრო მომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ ცენტრში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს კომბაინის მომსახურებით, რომელიც სიმინდის მოსავალს განსხვავებული ტექნოლოგიით იღებს და საქართველოში სულ რამდენიმეა.

მოსავლის აღების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით მუნიციპალიტეტში 5 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი ადგილზე გაეცნო.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები დავით პეტრიაშვილი ევროკავშირის ენპარდ პროგრამის გამარჯვებულია, რომელსაც ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაცია ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახორციელებს. კონკურსის ფარგლებში მას დამატებით აგრო ტექნიკა გადაეცა.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4850
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
1699
ივლ 02 ოთხ 2025
4027
ივნ 27 პარ 2025
3940
აგვ 12 სამ 2025
4235
ივლ 01 ორშ 2024
6870
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1699