თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ ჯორჯიაშვილისა და ბოგვის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს
07 ივლ 2020
 

სოფელ ჯორჯიაშვილის და ბოგვის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მასშტაბური პროექტი აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს მდინარე ალგეთის წყლის რესურსის გამოყენებით, ორი სოფლის მოსახლეობის, ჯამში 1500-მდე ბენეფიციარის სასმელი წყლით უზრუნველყოფას. 

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სატუმბი სადგური, საქლორატორო ნაგებობა, რეზერვიუარი, ბიოფილტრი და სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალი, მოხდება ინდივიდუალური გამრიცხველიანება და წყლის მიყვანა თითოეულ მოსახლემდე, რომლის ღირებულებაც  2 466 323  ლარს შეადგენს და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

მიმდინარე სამუშაოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და არქიტექტურის და მშენებლობის განყოფილების უფროსი ნატო ალთუნაშვილი ადგილზე გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სოფლების მოსახლეობის ძირითად პრობლემას წლების განმავლობაში  სასმელი წყლის მიწოდება წარმოადგენდა, აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება  24 საათიანი წყალმომარაგებით.სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ოქტომბრის ბოლოს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4476
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
1699
ივლ 02 ოთხ 2025
4027
ივნ 27 პარ 2025
3940
აგვ 12 სამ 2025
4235
ივლ 01 ორშ 2024
6870
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1699