თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქალაქ თეთრიწყაროში 4 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
10 ივნ 2020
 

ქალაქ თეთრიწყაროში 4 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამჯერად რეაბილიტაცია უტარდება ბარნოვის, ბესიკის, ოძელაშვილის ქუჩებსა და ჭავჭავაძის ჩიხს, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტო-ბეტონის 1400 მეტრამდე საავტომობილო გზის მონაკვეთი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში  ქალაქ  თეთრიწყაროში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 კილომეტრამდე საავტომობილო გზას.  

სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ივლისის ბოლოს. პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერაა დაფინანსებული და მათი სახელშეკრულებო ღირებულება  490 000 ლარს შეადგენს.სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “გზამშენი 2014”.

მიმდინარე სამუშაოებს თეთრიწყაროს მუნციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერის პირველი მოადგილე დევი დევიძე ადგილზე გაეცნენ.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4787
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
961
იან 00
2316
ივლ 02 ოთხ 2025
4703
ივნ 27 პარ 2025
4559
აგვ 12 სამ 2025
4907
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
961