თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დაბა მანგლისში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია სრულდება
06 ივნ 2020
 

2020 წლის ტურისტულ სეზონს დაბა მანგლისი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. მანგლისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დონორი ორგანიზაციის - გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მიერ გასული წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტის მიხედვით სრულად განახლდა პარკის ინფრასტრუქტურა, მოეწყო სველი წერტილები, ველობილიკები, დამონტაჟდა დასასვენებელი სკამები, საბავშვო ატრაქციონები, განათება. ამ დროისთვის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, დასრულება კი, მომდევნო კვირის ბოლოსაა გათვალისწინებული. პროექტი პროგრამის - „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველოს“ ფარგლებში, საკონსულტაციო ჯგუფის - GFA-ს მიერ ხორციელდება. პარკის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება 173 326 ევროს შეადგენს და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთითაა მომზადებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯიემჯი” აწარმოებს.

მიმდინარე სამუშაოებს თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4783
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
810
იან 14 კვ 2024
1464
იან 07 შბ 2023
3700
ოქტ 24 ორშ 2022
3341
ოქტ 07 პარ 2022
3728
 

2024 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები