თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დახმარება გრძელდება
30 მაი 2020
 

COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საერთო ძალისხმევით აქტიურად გრძელდება მოსახელობისთვის სასურსათო პაკეტების გადაცემის პროცესი.

თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა საკუთარი ფინანსური სახსრებით უზრუნველყო მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელისა და პედაგოგისთვის 900-ზე მეტი სასურსათო ამანათის გადაცემა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დახმარება გაეწია მოწყვლადი კატეგორიის 1500-ზე მეტ ოჯახს.

ამანათების გადაცემის პროცესს სააღმზრდელო დაწესებულებებში თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ქორიძესთან და მერის მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა. ბენეფიციარებისთვის აღნიშნული პაკეტების გადაცემა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4300
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
1699
ივლ 02 ოთხ 2025
4027
ივნ 27 პარ 2025
3940
აგვ 12 სამ 2025
4235
ივლ 01 ორშ 2024
6870
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1699