თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამები
23 მაი 2020
 

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და მერის მოადგილე ბერდია ხვისტანმა სოფელ ბორბალოში მცხოვრებ ფერმერებთან ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს თეთრიწყაროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მიერ შექმნილი მობილური ჯგუფები, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირებს, საწვავის ბარათებს გადასცემენ. აღნიშნული ბარათები უკვე გაიცა სოფელ ასურეთში, ახალსოფელსა და ბორბალოში მცხოვრებ ფერმერებზე, ორშაბათიდან ბარათების გაცემის პროცესი ქალაქ თეთრიწყაროში გაგრძელდება.

დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი. მთავრობის მიერ შემუშავებული ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ფერმერებს ისარგებლონ დაწესებული შეღავათებით და გააფართოვონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა.


 
 
მნახველთა რაოდენობა: 3213
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1367
იან 14 კვ 2024
1902
იან 07 შბ 2023
4232
ოქტ 24 ორშ 2022
3681
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები