თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, შეუფერხებლად ხორციელდება. სოფელ ფარცხისში სტიქიის პრევენციის ფონდის დაფინანსებით, აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ფარცხისისწყლის კალაპოტში გაბიონის მოწყობის სამუშაოები. პროექტი გასული წლის სექტემბერში დაიწყო და დასრულება მიმდინარე თვის ბოლოსაა გათვალისწინებული. სამუშაოების ჯამური ღირებულება ხელშეკრულებით 177 584,00 ლარს შეადგენს. COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 9 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს, ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალარინების სისტემები და მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა. მიმდინარე სამუშაოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სიახლეები
სოფელ ფარცხისში გაბიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
21 მაი 2020
მნახველთა რაოდენობა: 4541
დატოვეთ კომენტარი (0)
სიახლეები
იან 00
434
იან 00
819
იან 00
1179
აპრ 16 ხუთ 2026
1361
იან 00
1714
თებ 26 ხუთ 2026
1989
მარ 16 ორშ 2026
2224
იან 00
2050




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა
















































