თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ინოვაციური აგროსერვისის მიმწოდებელი გიორგი ავჭალელი
21 მაი 2020
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში მცხოვრები, ახალგაზრდა აგროსერვისის მიმწოდებელი გიორგი ავჭალელი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD თეთრიწყაროს პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებულია.პროექტს ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაცია ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახორციელებს. კონკურსის ფარგლებში მას აგრო ტექნიკა გადაეცა.ქვეყანაში გამოწვეული პანდემიის მიუხედავად გიორგი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ინოვაციურ სერვისს სთავაზობს, რომლის ფარგლებში მომხმარებელს 15-ზე მეტი მომსახურების მიღება შეუძლია.

სერვისის ინოვაციურობა კი მდგომარეობს შემდეგში, დამკვეთი გიორგის უკვეთავს მომსახურებას, უთითებს მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდს, გიორგი სამუშაოს შესრულების დაწყებას, მიმდინარეობას და დასასრულს ფოტო/ვიდეო მასალის მეშვეობით ატყობინებს დამკვეთს, ხოლო ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც საბანკო გადარიცხვით, ასევე განვადებითაც.

COVID 19-ით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად აგროსერვისის მიმწოდებელი შეუფერხებლად, წესების სრული დაცვით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებას. სამუშაო პროცესს ადგილზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი გაეცნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3382
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1189
იან 14 კვ 2024
1755
იან 07 შბ 2023
4083
ოქტ 24 ორშ 2022
3564
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები