თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ჯორჯიაშვილის და ბოგვის წყალმომარაგების პროექტის განხორციელებისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
18 მაი 2020
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ჯორჯიაშვილის და ბოგვის წყალმომარაგების პროექტის განხორციელებისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს მდინარე ალგეთის წყლის რესურსის გამოყენებით, ორი სოფლის მოსახლეობის, ჯამში 1500-მდე ბენეფიციარის სასმელი წყლით უზრუნველყოფას.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სატუმბი სადგური, საქლორატორო ნაგებობა, რეზერვიუარი, ბიოფილტრი და სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალი, მოხდება ინდივიდუალური გამრიცხველიანება და წყლის მიყვანა თითოეულ მოსახლემდე.

პროექტის ღირებულება ჯამში 2 700 000 ლარს შეადგენს.სამუშაოებს აწარმოებს შპს გზა. ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის მიუხედავად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწყო და ამ ეტაპზე შეუფერხებლად და წესების სრული დაცვით მიმდინარეობს 9 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.

წინამოსამზადებელ სამუშაოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3927
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
1699
ივლ 02 ოთხ 2025
4027
ივნ 27 პარ 2025
3940
აგვ 12 სამ 2025
4235
ივლ 01 ორშ 2024
6870
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1699