COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება. პროცესში ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული ააიპ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი. თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, და ააიპ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ლუსინე დოსტიბეგიანმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სამ სოფელში:სამშვილდეში, დაღეთსა და ქოსალარში მცხოვრებ 62 ოჯახს სასურსათო პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ამანათები გადასცეს. ჰუმანიტარული აქცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს, საფრანგეთის საელჩოს და თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ყოველდღიურად თანამშრომლობს.
სიახლეები
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჰუმანიტარული დახმარებების გადაცემა გრძელდება
07 მაი 2020
მნახველთა რაოდენობა: 4323
დატოვეთ კომენტარი (0)
სიახლეები
აგვ 20 ხუთ 2026
854
ივლ 06 ორშ 2026
1718
ივლ 03 პარ 2026
1663
ივლ 02 ხუთ 2026
1912
ივლ 03 პარ 2026
1721
მაი 26 სამ 2026
2037
ივნ 11 ხუთ 2026
2049




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა













































