თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მერიას 2000 ერთეული პირბადე საჩუქრად გადაეცა
25 აპრ 2020
 

COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის სათემო განათლების ცენტრმა 2000 ერთეული ერთჯერადი გამოყენების პირბადე მუნიციპალიტეტის მერიას უსასყიდლოდ გადასცა.

 პირბადეები, გერმანული ორგანიზაციის DVV interantional – საქართველოს დაფინანსებით დამზადდა, ცენტრის ბაზაზე არსებული ხელსაქმის კურსების მსმენლების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების მიერ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და მერის მოადგილე ბერდია ხვისტანმა კოდის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელს, მადონა ოქროპირიძეს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ პირბადეებს დეფიციტის პირობებში, მთავარი საზრუნავი მოსახლეობის უსაფრთხოებაა და ყველა სახის დახმარება, რომელიც გაწეული იქნება როგორც კერძო, ასევე არასამთავრობო სექტორის მიერ მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. კოდის სათემო განათლების ცენტრის მიერ დამზადებული პირბადეები პირველ რიგში გათვალისწინებული იქნება მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფებისათვის.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4249
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
1699
ივლ 02 ოთხ 2025
4027
ივნ 27 პარ 2025
3940
აგვ 12 სამ 2025
4235
ივლ 01 ორშ 2024
6870
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1699