თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მრავალშვილიან ოჯახებს სასურსათო ამანათები გადაეცათ
11 აპრ 2020
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება იმ შეჭირვებული ოჯახების დახმარება, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანმა და ააიპ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ლუსინე დოსტიბეგიანმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დედ-მამით ობოლ ბავშვებს და მრავალშვილიან 24 ოჯახს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ამანათები გადასცეს. პროექტი UNICEF -ის (გაეროს ბავშვთა ფონდის) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

პარალელურად მერის წარმომადგენლების მიერ დასახლებულ პუნქტებში, მიმდინარეობს ასეთი ოჯახების აღწერა, რომლებსაც მდგომარობის შეფასების საფუძველზე, მერიის მიერ შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3866
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1916
იან 00
2946
ივლ 02 ოთხ 2025
5396
ივნ 27 პარ 2025
5225
აგვ 12 სამ 2025
5764
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1916