თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სკოპინგის განცხადება - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შპს „თი ეს გრუპის“ ცემენტის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
03 აპრ 2020
 

2020 წლის 24 თებერვალს შპს „თი ეს გრუპმა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარადგინა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცემენტის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის განცხადება. აღნიშნული სკოპინგის საჯარო განხილვა ჩანიშნული იყო 2020 წლის 18 მარტს, 15:00 საათზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფ. მარაბდის საჯარო სკოლის შენობაში. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებული იქნა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკი -https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/21427 ).

,,ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის N529 განკარგულებით გაცემული იქნა რეკომენდაცია სამსახურებრივი მივლინებების შეზღუდვის შესახებ, რის საფუძველზეც, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიმდინარე წლის 17 მარტს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა განცხადება, საქართველოს კანონის ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ შესაბამისად, 2020 წლის 1 აპრილამდე დაგეგმილი სკოპინგის ანგარიშის და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვების გადადების შესახებ (იხ. ლინკი 
https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/23483). 

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-5 მუხლის შესაბამისად, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. რამდენადაც  საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში, ყოველ ინდივიდუალურ პროექტთან დაკავშირებით, სამინისტროს მიერ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნდა იქნეს უზრუნველყოფილი საჯარო განხილვების ჩატარება, სადაც მონაწილეობის სურვილი შეიძლება გამოთქვას არაერთმა დაინტერესებულმა პირმა. აღნიშნული ზრდის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკებს და ეწინააღმდეგება მთავრობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისაკენ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, არ ჩერდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. შესაბამისად, საჭიროა შეუფერხებლად გაგრძელდეს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” საფუძველზე სამინისტროში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები. 

შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 მარტის  №196 დადგენილების თანახმად, ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები (რომელთა მიმდინარეობისას კოდექსით გათვალისწინებული საჯარო განხილვები ვერ ჩატარდა/ჩატარდება ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით) განხორციელდება საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე და ადმინისტრაციულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობა და მის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნება წერილობით (მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6) ან ელექტრონული საშუალებით (ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge). ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ცვლილება არ ეხება საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების ფორმებს და საშუალებებს. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს, დაინტერესების შემთხვევაში, ამომწურავად მიეწოდება ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაინტერესებულ საზოგადოებას გაცნობებთ, რომ შპს „თი ეს გრუპის“ მიერ წარმოდგენილ ცემენტის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდება საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე. 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 15 აპრილამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge. 


გთხოვთ გაეცნოთ ინფორმაციას ბმულზე : https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/24522


სამინისტროში წარმოდგენილ სკოპინგის ანგარიშსა და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, დამატებით ატვირთულია პრეზენტაცია, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მოკლე ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით.  

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2493
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1367
იან 14 კვ 2024
1902
იან 07 შბ 2023
4232
ოქტ 24 ორშ 2022
3681
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები