თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

“წინწყარო+”-ში საწარმოო პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს
29 მარ 2020
 

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მდებარე რძის პროდუქტების საწარმოწინწყარო+” მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების და სტანდარტების სრული დაცვით, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.

წინწყარო+ ქართულ ბაზარზე მესამე წელია ოპერირებს.არსებული შესაძლებლობებით დღის განმავლობაში უზრუნველყოფს 6 ტონა რძის გადამუშავებას,მცირე საწარმოში დასაქმებულია 11 ადგილობრივი.აღსანიშნავია, რომ საწარმო რძით ადგილობრივი მოსახლეობისგან და მიმდებარე სოფლებიდან მარაგდება.

თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსის დახმარებით შეიქმნა და იწარმოებოდა:იმერული ყველი, სულგუნი, ყველის სხვა სახეობები და ნადუღი. 2018 წელს ევროკავშირის ENPARD პროექტის ფარგლებში RDFG-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და დაფინანსების სახით 60 000 ევრო მოიპოვა. პროექტში მიღებული გრანტით მეწარმემ შეიძინა დანადგარები, ჩამოსასხმელი ხაზი, მაცივარი ავტომობილი, რის საფუძველზეც დამატებით კიდევ სამი სახის პროდუქციის წარმოებას შეძლებს(რძე, მაწონი და დო).

საწარმოო პროცესს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი ადგილზე გაეცნენ. ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების მიუხედვად წინწყარო+ მუშაობას სრული დატვირთვით განაგრძობს, რაც რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3419
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
923
ივლ 02 ოთხ 2025
3210
ივნ 27 პარ 2025
3108
აგვ 12 სამ 2025
3349
ივლ 01 ორშ 2024
6075
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
იან 00
923
ნოემ 27 ხუთ 2025
1239