თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საინფორმაციო შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის საკითხებზე
14 თებ 2020
 

14 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსის მოადგილე , ალექსანდრე კახიძე.
შეხვედრის ძირითად საკითხებს წარმოადგენდა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში, სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მისი, როგორც ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტის გამოყენება.

შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ- საელჩოს მიერ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული გრანტის ფარგლებში, მიმდინარე პროექტზე - „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ კურსზე, ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებსა და საფრთხეებზე.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საინფორმაციო ცენტრმა ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.

საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ:თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1990
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1188
იან 14 კვ 2024
1755
იან 07 შბ 2023
4082
ოქტ 24 ორშ 2022
3564
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები