თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მიწის რეგისტრაციას მოქალაქეები კიდევ უფრო მარტივად შეძლებენ
11 თებ 2020
 

11 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, მიწის რეფორმის ფარგლებში, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ტრენინგი გაიმართა. მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში შემუშავებული გამარტივებული წესის დანერგვა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის პროცესის დასრულებას შეუწყობს ხელს. ეს ერთი მხრივ, დაიცავს მესაკუთრეთა უფლებებს, მეორე მხრივ კი, დაეხმარება მთავრობას, შეიმუშაოს სოციალური პროექტები, წარმართოს მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში.

რეგისტრაცია კვლავინდებურად იწარმოებს ორი სახით: სპორადული და სისტემური წესით. როგორც სპორადული, ისე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში: ფართოვდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლები; კიდევ უფრო მარტივდება ფორმის დაუცველად დადებული გარიგებების საფუძველზე უფლებათა რეგისტრაციის წესი; მარტივდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე; შესაძლებელი ხდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ კომლების (ოჯახების) მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან საკომლო წიგნებში, მაგრამ საკომლო წიგნში მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შევსებული არ არის. ტრენინგს ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მალხაზ სამაშვილი და ბერდია ხვისტანი, მერიის სამსახურის ხელმძღვანელები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, წარმომადგენლების თანაშემწეები და აღიარების კომისიის წევრები.

ტრენინგს უძღვებოდნენ: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი ივანე ცარციძე, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მენეჯერი ანა მელაშვილი, იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის იურისტი ირინა კვაჭანტირაძე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე:https://napr.gov.ge/p/1899

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2138
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1188
იან 14 კვ 2024
1755
იან 07 შბ 2023
4082
ოქტ 24 ორშ 2022
3564
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები