ქალაქ თეთრიწყაროში თამარ მეფის ქ N1-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე. პროექტის ფარგლებში შეილესება და შეიღებება ფასადი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აივნებს, საძირკველი მოპირკეთდება ბაზალტის ქვით, მოეწყობა ბეტონის სარინერი, რაც ხელს შეუწყობს შენობის მდგრადობას და დაიცავს საძირკველს დაზიანებისგან.პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება ქალაქის ერთიანი იერსახე. სამუშაოები გასული წლის 9 დეკემბერს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით 7 აპრილსაა გათვალისწინებული. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 99654.8 ლარია. სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს „ინ.გრუპი“.
სიახლეები
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია
06 თებ 2020
მნახველთა რაოდენობა: 3663
დატოვეთ კომენტარი (0)
სიახლეები
იან 00
448
იან 00
831
იან 00
1192
აპრ 16 ხუთ 2026
1383
იან 00
1734
თებ 26 ხუთ 2026
2011
მარ 16 ორშ 2026
2246
იან 00
2079




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა
















































