თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ახალი საჯარო სკოლები სოფელ ენაგეთში, საღრაშენსა და ჯვარაში
03 თებ 2020
 

სოფელ ენაგეთში, საღრაშენსა და ჯვარაში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს 60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლების მშენებლობას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა: საკლასო ოთახები, კლასლაბორატორიები ,ბიბლიოთეკები და კომპიუტერული კლასის საერთო სათავსები, ღია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

სამშენებლო სამუშაოები გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით აგვისტოშია გათვალისწინებული.პროექტების მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება 3 189 681 ლარს შეადგენს. პროექტები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2301
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1188
იან 14 კვ 2024
1755
იან 07 შბ 2023
4082
ოქტ 24 ორშ 2022
3564
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები