თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დაბა მანგლისში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
31 იან 2020
 

2020 წლის ტურისტულ სეზონს დაბა მანგლისი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.

დონორი ორგანიზაციის-გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მიერ გასული წლის ნოემბერში დაიწყო, მანგლისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით სრულად განახლდება პარკის ინფრასტრუქტურა, მოეწყობა სველი წერტილები, ველობილიკები. დამონტაჟდება დასასვენებელი სკამები, საბავშვო ატრაქციონები, განათება და ..

პროექტის ღირებულება 173 326 ევროს შეადგენს. პროექტი ხორციელდება,პროგრამის „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (kfw) დაფინანსებით, საკონსულტაციო ჯგუფი GFA- მიერ. პარკის რეაბილიტაციის პროექტი მომზადებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით. პროექტის დასრულება თებერვლის ბოლომდეა გათვალისწინებული, სამუშაოებს აწარმოებს კომპანია ჯიემჯი.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი ავთანდილ მჭედლიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2409
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1188
იან 14 კვ 2024
1755
იან 07 შბ 2023
4082
ოქტ 24 ორშ 2022
3564
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები