თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი თეთრიწყაროში
15 სექ 2019
 

15 სექტემბერს, . თეთრიწყაროში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართა. ფორუმი ოფიციალურად გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. "წარსული თუ მხოლოდ წარსულში რჩება ის ნახევრად მკვდარია, მაგრამ მისი გაცოცხლების მომენტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა ნგრევის, ომისა და ოკუპაციის შემდეგ გვაძლევს მომავლის რწმენას, რომ კიდევ მრავალი საუკუნე ვიქნებით, ვიარსებებთ, რადგან კიდევ შეგვიძლია ამ ყველაფრის გადარჩენა და დაფასება", - აღნიშნა პრეზიდენტმა. ფორუმის მონაწილეები დალოცა და შეკრებილ საზოგადოებას მიმართა მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანანია ჯაფარიძემ, სიტყვით გამოვიდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას ისახავს მიზნად. ფორუმზე სპეციალურ სივრცეებში წარმოდგენილი იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ საინფორმაციო მასალები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის და ქვემო ქართლის რეგიონის სხვა თვითმმართველი ერთეულების მიერ, მოეწყო ეთნოგრაფიული მასალების, ტრადიციული რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. ბავშვებმა წარმოადგინეს ხალიჩების ქსოვის, ხატვის, მოზაიკის შექმნის მასატერკლასები, გაიმართა ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ფორუმის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო მოხსენებები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის, აგრეთვე სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის სამეცნიერო-არქეოლოგიური კვლევების შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ააიპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები და შემოქმედებითი ჯგუფები ქვემო ქართლის რეგიონიდან. ფორუმი, ქართული ესტრადის მომღერლის გიორგი სუხიტაშვილის საკონცერტო პროგრამით დასრულდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ქვემო ქართლში სახლმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, ქვემო ქართლის მუნიციპალური თვითმმართველობების, საზოგადოებრივი გაერთიანებასაყდრისის კომიტეტისდა კომპანიაარ-ემ-ჯისმიერ ორგანიზებით. აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ქვეყნის ყველა რეგიონში აღინიშნება. ფორუმს ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე მოადგილეებთან ერთად, ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები, სასულიერო პირები, ტურისტული სააგენტოები, ბიზნესსექტორი, სამეცნიერო და აკადემიური წრეები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ..

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2577
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1173
იან 14 კვ 2024
1737
იან 07 შბ 2023
4067
ოქტ 24 ორშ 2022
3547
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები