თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი
23 აგვ 2019
 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსი ოთარ არევაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერის მოადგილეები: მალხაზ სამაშვილი და ბერდია ხვისტანი, სოფლის ამბულატორიების რეაბილიტაციის და საჯარო სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების მოწესრიგების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. სოფლად მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების სერვისის სრულყოფისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარეობს სოფელ კოდის, ბორბალოს, ვაშლოვნის და ორბეთის ამბულატორიების შენობების რეაბილიტაცია. მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, ახალი ამბულატორიის მშენებლობა სოფელ პანტიანში. ხსენებული პრექტების განხორციელებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 178 327 ლარი.

2019 წლის განმავლობაში, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები მოწესრიგდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 11 საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, დაბა მანგლისის №1 საჯარო სკოლაში, დიდი თონეთის, წინწყაროს, ბოგვის, ერტისის, ირაგის, ალექსეევკის, ჭივჭავისა და სამშვილდის საჯარო სკოლების შენობებში მოეწყობა და მოწესიგდება სველი წერტილები, ხოლო ალექსეევკის საჯარო სკოლას პარალელურად ჩაუტარდება სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები. სველი წერტილები ასევე მოეწყობა და მეტალოპლასტმასის ფანჯრები დამონტაჟდება . თეთრიწყაროს №2 საჯარო სკოლაში, ხოლო №1 სკოლის შენობაში საკლასო ოთახების კარებები შეიცვლება ახლით. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ სკოლებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა გადაუდებელ მოწესრიგებას საჭიროებდა. შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შემდგომ, მოსწავლეები და პედაგოგები უზრუნველყოფილნი იქნებიან სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის პირობებით. სკოლებში ჩასატარებელი სამუშაოების ჯამური ღირებულება (ხელშეკრულების მიხედვით) 459 285 ლარს შეადგენს. პროექტები დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3574
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ოთხ 2025
2634
ივნ 27 პარ 2025
2510
აგვ 12 სამ 2025
2743
ივლ 01 ორშ 2024
5494
იან 14 კვ 2024
5488
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
ნოემ 27 ხუთ 2025
800