თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარაბდაში 9 ძმა ხერხეულიძის ხსენების დღე აღინიშნა
16 აგვ 2019
 

16 აგვისტო 9 ძმა ხერხეულიძისა და მარაბდის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსენების დღეა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში, წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში, დილიდან მღვდელმსახურება შესრულდა, ტაძრის ეზოში, 9 ძმა ხერხეულიძის საფლავთან შეკრებილმა საზოგადოებამ, პატივი მიაგო მარაბდის ბრძოლაში გარდაცვლილ გმირთა ხსოვნას. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა: მალხაზ სამაშვილმა, ბერდია ხვისტანმა და .... კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორმა დავით ყაზახაშვილმა, გვირგვინით შეამკეს 9 ძმა ხერხეულიძის საფლავი და მერიის თანამშრომლებთან ერთად, სავედრებელ პარაკლისს დაესწრნენ.

1625 წელს მარაბდის ბრძოლაში, მამულისთვის თავდადებული ცხრა ათასი ქართველი, მათ შორის: ცხრა ძმა ხერხეულიძე, მათი დედა, და, დავით ჯანდიერი, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსებირუსთველი და ხარჭაშნლი, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი, საქართველოს ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა და მათი ხსენების დღედ 16 აგვისტო დააწესა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4961
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917
იან 00
2948
ივლ 02 ოთხ 2025
5399
ივნ 27 პარ 2025
5227
აგვ 12 სამ 2025
5767
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917