თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქ. თეთრიწყაროში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს
13 აგვ 2019
 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაკვეთით, . თეთრიწყაროში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის პროექტი ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, საზოგადოებრივი ცენტრის პროექტის მენეჯერი მარიამ ძაგნიძე, მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი.

თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ახალ საზოგადოებრივ ცენტრში, მოსახლეობას 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისით, მათ შორის: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებით სარგებლობის საშუალება ექნება. ცენტრში ასევე წარმოდგენილი იქნება პრობაციის სამსახური და კერძო კომპანიებიმაგთიკომიდალიბერთი ბანკი“ . საზოგადოებრივ ცენტრის კეთილმოწყობილ გარემოში, ხელმისაწვდომი იქნება, თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა, საკონფერენციო სივრცე, უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები. ცენტრში დასაქმდებიან საგანგებოდ შერჩეული და გადამზადებული ადგილობრივი კადრები, რომლებიც ელექტრონული მმართველობის საშუალებით გასცემენ ცენტრალური ხელისუფლებისა და კერძო სექტორის სერვისებს. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2065
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1370
იან 14 კვ 2024
1904
იან 07 შბ 2023
4233
ოქტ 24 ორშ 2022
3685
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები