თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საჯარო სკოლებში მიმდინარე სამუშაოები
07 აგვ 2019
 

სოფელ დიდი ირაგის საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი გაეცნენ.

2019 წლის განმავლობაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 11 საჯარო სკოლაში, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები მოწესრიგდება. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, დაბა მანგლისის №1 საჯარო სკოლაში, დიდი თონეთის, წინწყაროს, ბოგვის, ერტისის, ირაგის, ალექსეევკის, ჭივჭავისა და სამშვილდის საჯარო სკოლების შენობებში მოეწყობა და მოწესიგდება სველი წერტილები, ხოლო ალექსეევკის საჯარო სკოლას პარალელურად ჩაუტარდება სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები. სველი წერტილები ასევე მოეწყობა და მეტალოპლასტმასის ფანჯრები დამონტაჟდება . თეთრიწყაროს №2 საჯარო სკოლაში, ხოლო №1 სკოლის შენობაში საკლასო ოთახების კარებები შეიცვლება ახლით.

აღსანიშნავია, რომ ხსენებულ სკოლებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა გადაუდებელ მოწესრიგებას საჭიროებდა. შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შემდგომ, მოსწავლეები და პედაგოგები უზრუნველყოფილნი იქნებიან სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის პირობებით. სკოლებში ჩასატარებელი სამუშაოების ჯამური ღირებულება (ხელშეკრულების მიხედვით) 459 285 ლარს შეადგენს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2157
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1370
იან 14 კვ 2024
1904
იან 07 შბ 2023
4233
ოქტ 24 ორშ 2022
3685
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები