თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ ჯორჯიაშვილში ახალი საწარმო გაიხსნა
29 ივლ 2019
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში ხორცის ნახევარფაბრიკატების დამამზადებელი საწარმო და სწრაფი კვების ობიექტიჩებაგაიხსნა. საწარმოო ობიექტი, თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსათვის (RDFG) თავმჯდომარემ - ვანო გრიგოლაშვილმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

საწარმოჩება“, ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ასოციაციასამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ, მიმდინარე პროექტისსოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიპირველი საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტია. სრული ინვესტიცია 262 640 ლარს შეადგენს, აქედან 30% - მეწარმის თანადაფინანსება, ხოლო 70 % - პროექტის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიღებულ გრანტია. სამომავლოდ იგეგმება წარმოების გაფართოება. ობიექტზე 15-მდე ადამიანი დასაქმდება.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) წარმატებით დაასრულეს სოფლის განვითარების საგრანტო პროგრამის ორი ფაზა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა 65 სოფლის განვითარების პროექტი, რომელთა ღირებულებამაც ჯამში 5 მლნ ლარი შეადგინა (თანხის 35% პროცენტი ბენეფიციართა თანამონაწილეობაა) შერჩეული სოფლის განვითარების პროექტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის 300-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, დასაქმებულთაგან 40% კი ქალი იქნება. პროექტისოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიმიზნად ისახავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2215
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1370
იან 14 კვ 2024
1904
იან 07 შბ 2023
4233
ოქტ 24 ორშ 2022
3686
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები