სოფელ მარაბდაში საბავშო ბაღის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მალხაზ სამაშვილმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემრულებელთან ნიკოლოზ სულხანიშვილთან ერთად მოინახულა. საბავშვო ბაღში, პროექტის მიხედვით მოეწყობა სამზარეულო, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემები, სველი წერტილები, ასევე პანდუსები შშმ პირთათვის, კეთილმოეწყობა ბაღის ტერიტორია, საბავშვო მოედნები, დამონტაჟდება ატრაქციონები. პროექტის განხორციელების შედეგად, ბაღის აღსაზრდელები ახალი სასწავლო წლიდან კეთილმოწყობილ შენობაში მიიღებენ სკოლამდელ განათლებას. პროექტი დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ღირებულება - (ხელშეკრულებით) 128888 ლარი. სამუშაოები მიმდინარე წლის 2 სექტემბრამდე დასრულდება.
სიახლეები
მარაბდაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
26 ივლ 2019
მნახველთა რაოდენობა: 1951
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
811
სექ 04 ოთხ 2024
253
სექ 02 ორშ 2024
935
აგვ 06 სამ 2024
1186
აგვ 02 პარ 2024
1053
აგვ 02 პარ 2024
238