26 ივლისს, დმანისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „დმანისობა 2019“ საზეიმოდ აღინიშნა. პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილ ღონისძიებაში, შემოქმედებითი ჯგუფები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდანაც მონაწილეობდნენ. ტრადიციული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები წარმოადგინა კოდის სათემო განათლების ცენტრმა, ხოლო საკონცერტო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ააიპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „მშვიდობის მტრედებმა“. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო კუთხეები, წარმოდგენილი იყო ტრადიციული სამზარეულო, ჩატარდა მასტერკლასები (ხეზე კვეთა, თექა, სახის მოხატვა), ასევე გაიმართა დოღი და შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში. სახალხო დღესასწაულს ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სხვა მიწვეული სტუმრები.
სიახლეები
დმანისობა 2019
26 ივლ 2019
მნახველთა რაოდენობა: 2835
სიახლეები
იან 00
448
იან 00
831
იან 00
1192
აპრ 16 ხუთ 2026
1381
იან 00
1734
თებ 26 ხუთ 2026
2010
მარ 16 ორშ 2026
2244
იან 00
2074




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა












































