თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების მოწესრიგება მიმდინარეობს
25 ივლ 2019
 

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით სოფელ ჭივჭავის, ირაგის, ალექსეევკის და სამშვილდის საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოს ადგილზე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჭივჭავის თემიდან დავით ხვისტანი. მალხაზ სამაშვილმა მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად ასევე მოინახულა სოფელ სამშვილდის საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოები.

სველი წერტილები მოეწყობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები მოწესრიგდება ასევე, დაბა მანგლისის №1 საჯარო სკოლაში, დიდი თონეთის, წინწყაროს, ბოგვის და ერტისის საჯარო სკოლების შენობებში, ხოლო ალექსეევკის საჯარო სკოლას პარალელურად ჩაუტარდება სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები. სველი წერტილები მოეწყობა და მეტალოპლასტმასის ფანჯრები დამონტაჟდება . თეთრიწყაროს №2 საჯარო სკოლაში, ხოლო №1 სკოლის შენობაში საკლასო ოთახების კარებები შეიცვლება ახლით.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებს 2019 წლიდან გამოეყოთ თანხა საჯარო სკოლებში მცირე ინფრასტრუქტურული საჭიროებებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა, რომ ზემოთ ხსენებულ სკოლებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა გადაუდებელ მოწესრიგებას საჭიროებდა და შესაბამისად, განისაზღვრა ჩასატარებელი სამუშაოები, რომლის განხორციელების შემდგომ, მოსწავლეები და პედაგოგები უზრუნველყოფილნი იქნებიან სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის პირობებით. სამუშაოების ღირებულება ჯამში 459 285 ლარს შეადგენს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1740
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1370
იან 14 კვ 2024
1905
იან 07 შბ 2023
4234
ოქტ 24 ორშ 2022
3686
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები