თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დაბა მანგლისში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
18 ივლ 2019
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, თამარ მეფის ქუჩის 1 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტის საფარი, ბეტონის სანიაღვრე კიუვეტები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუჩაზე არსებულ მილხიდს.

სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ნიკოლოზ სულხანიშვილთან ერთად. ხელშეკრულების ღირებულება 728 989 ლარს შეადგენს. სამუშაოები ხელშეკრულების თანახმად, 2019 წლის 30 ნოემბრამდე დასრულდება .

აღსანიშნავია, რომ თამარ მეფის ქუჩის საავტომობილო გზა სრულად ამორტიზირებული იყო. რეაბილიტაციის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები ისარგებლებენ კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების პირობით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2997
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
961
იან 00
2317
ივლ 02 ოთხ 2025
4706
ივნ 27 პარ 2025
4562
აგვ 12 სამ 2025
4910
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
961