თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქ.თეთრიწყაროში სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს
17 ივლ 2019
 

მალე . თეთრიწყაროს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი სპორტული მოედანი ექნება. .... თეთრიწყაროს განვითარების ფონდის დაკვეთით, მიმდინარეობს .. გარისის სტადიონის ტერიტორიაზე არსებული მოედნის სრული რეაბილიტაცია. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ასევე ტრიბუნას, რომელიც გათვლილი იქნება 405 მაყურებელზე და დამონტაჟდება სკამები, აშენდება გასახდელები თავისი სველი წერტილებით, საზოგადოებრივი საპირფარეშო და ორი ადმინისტრაციული ოთახი.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, .... თეთრიწყაროს განვითარების ფონდის დირექტორთან ლევან ლაბახუასთან ერთად.

პროექტის განხორციელების შედეგად, მოედანზე შესაძლებელი იქნება ეროვნული დონის სარაგბო და საფეხბურთო ტურნირების ჩატარება.

პროექტი, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსათვის (RDFG)-ის და ააიპ თეთრიწყაროს განვითარების ფონდის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში მიღებული გრანტით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. ჯამური ინვესტიცია 259 958 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრამდე დასრულდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2804
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ოთხ 2025
2634
ივნ 27 პარ 2025
2510
აგვ 12 სამ 2025
2743
ივლ 01 ორშ 2024
5494
იან 14 კვ 2024
5488
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
ნოემ 27 ხუთ 2025
800