თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა
07 აგვ 2019
 

  ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამების შესახებ, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტში, თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთ კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, სოფელ ასურეთში, ენაგეთში და შავსაყდარში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ
ზაზა ბოხუამ, მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს აგრეთვე, სოფლად მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის განმავლობაში განსახორციელებელი, სასწრაფო-სამედიცინო შენობების მშენებლობის და სოფლის ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები
ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების გარდა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქურული პროექტების, ასევე, სოფლის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო პროექტების და საგრანტო პროგრამების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილზე გაეცნენ სოფლების მოსახლეობის საჭიროებებს, რაც მომავალი წლების სამოქმედო გეგმების პრიორიტეტების შემუშავების ეტაპზე, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული
აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, 2019 წლის განმავლობაში 18 749 200 ლარის ღირებულების 129 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს დასახლებებში მისასვლელი და შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების, საჯარო სკოლების შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3536
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
928
ივლ 02 ოთხ 2025
3216
ივნ 27 პარ 2025
3116
აგვ 12 სამ 2025
3358
ივლ 01 ორშ 2024
6082
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
იან 00
928
ნოემ 27 ხუთ 2025
1244