თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დაბა მანგლისში, თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
04 ივნ 2019
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება.
სამუშაოების შესრულებაზე ხელშეკრულება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასა და ტენდერში ( NAT190007210) გამარჯვებულ კომპანია შპს ,,ალიანსი-2007“-ს შორის 2019 წლის 3 ივნისს გაფორმდა.


პროექტი ითვალისწინებს თამარ მეფის ქუჩის 1 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოასფალტებას, მონოლითური ბეტონის კიუვეტების და ეზოს შესასვლელებთან წყალგამტარი ბეტონის ცხაურების მოწყობას, აგრეთვე, ქუჩაზე არსებული მილხიდის გამაგრება-რეაბილიტაციას. 
ხელშეკრულების ღირებულება 728989,44 ლარს შეადგენს. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს 2019 წლის 30 ნოემბრამდე. 


აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქუჩის საავტომობილო გზა სრულად ამორტიზირებულია და გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს განსაკუთრებით ნალექიან ამინდებში. რეაბილიტაციის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა - 1 400-ზე მეტი პირდაპირი ბენეფიციარი და დამსვენებლები ისარგებლებენ კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების პირობით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3612
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
962
იან 00
2317
ივლ 02 ოთხ 2025
4707
ივნ 27 პარ 2025
4562
აგვ 12 სამ 2025
4910
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
962