1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ა.ა.ი.პ თეთრიწყაროს კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრმა ბავშვებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ქ. თეთრიწყაროს კულტურისა და დასვენების პარკში, ბავშვთა გასართობი ღონისძიება გაიმართა. მოეწყო სახალისო ფოტოგადაღება, ხატვის კუთხე, სპორტული თამაშები (ბამბიქტონი, კეგლი, ლახტი, თოკით მძლეოსნობა) და სხვა აქტივობები. კულტურის ცენტრთან არსებულმა საბავშვო სტუდია ,,ცისარტყელას“ მოსწავლეებმა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა საცეკვაო და მუსიკალური პროგრამა წარმოადგინეს, ღონისძების დასასრულს, ანსამბლმა ,,სამებამ“ ფლეშმობი გამართა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,გამართულ ღონისძიებას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე შვილებთან ერთად დაესწრო.
სიახლეები
სიახლეები
აგვ 20 ხუთ 2026
858
ივლ 06 ორშ 2026
1721
ივლ 03 პარ 2026
1666
ივლ 02 ხუთ 2026
1916
ივლ 03 პარ 2026
1724
მაი 26 სამ 2026
2040
ივნ 11 ხუთ 2026
2052




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა







































































