საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს, ქ. თეთრიწყაროში, კულტურისა და დასვენების პარკში, ააიპ თეთრიწყაროს კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრის ორგანიზებით, კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა. ღონისძიების ძირითადი ნაწილის დაწყებამდე, ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით, საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგზარდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვაჟა სულხანიშვილმა. შესაბამისი დეკორაციებით და ტრადიციული კულტურით იყო წარმოდგენილი საქართველოს ყველა კუთხე, თეთრიწყაროს კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული, ფოლკლორული ანსამბლების, მხატვრული კითხვის წრის და ქოსალარის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, საკონცერტო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო სხვადასხვა საგამოფენო სივრცეები: ააიპ თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლამ, წარმოადგინა სახელოვნებო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინა, სახალხო მთქმელმა და ხეზე კვეთის ოსტატმა ზაქრო გიგაურმა 26 მაისის ისტორიული მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა წარმოადგინა, ააიპ თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა, ხოლო კოდის სათემო განათლების ცენტრმა - სოციალური საწარმოს „არტ კოდას“ მიერ შექმნილი ტრადიციული ხალხურის რეწვის ნიმუშები. ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოაწყო ასევე წინწყაროს სათემო ფონდმა "კოდორი 2013". საგამოფენო კუთხეები შესაბამისი დეკორაციებით წარმოადგინეს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, ა.ა.ი.პ. თეთრიწყაროს ახალგაზრდულმა ცენტრმა, და ასოციაციამ „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსათვის (RDFG)”. ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მოქმედ ორგანიზაციებს შორის, ამხანაგური ტურნირი გაიმართა ფრენბურთში. შეჯიბრში გამარჯვება საგანგებო სიტუაციების მართვის თეთრიწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის გუნდმა მოიპოვა. ააიპ სპორტული სკოლის ორგანიზებით, შეჯიბრი გაიმართა ასევე ჭადრაკში. გამარჯვებულები მერის მოადგილემ ბერდია ხვისტანმა დააჯილდოვა. ღონისძიებას, მოსახლეობასთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილეები: მალხაზ სამაშვილი, ბერდია ხვისტანი, ლია ზურებიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ მუხაშავრია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
812
სექ 04 ოთხ 2024
255
სექ 02 ორშ 2024
936
აგვ 06 სამ 2024
1187
აგვ 02 პარ 2024
1054
აგვ 02 პარ 2024
238