თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

,,მოყვარულთა თასი 2019“ -ის მუნიციპალური თამაშები
15 ივლ 2019
 

25 მაისს, სოფელ ასურეთში მდებარე ე. წ. ,,სხვავას“ საფეხბურთო მოედანზე, ,,მოყვარულთა თასი 2019“ -ის მუნიციპალური თამაშების პირველი ეტაპი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჭივჭავის, ხაიშის, გოლთეთის, კოდის, ირაგის, სამღერეთის, ასურეთის და ორბეთის საფეხბურთო გუნდებმა. შეჯიბრის მეორე ეტაპზე, რომელიც ივნისის თვეში გაიმართება, ასპარეზობას განაგრძობენ წინწყაროს, ხაიშის, გოლთეთის, კოდის და ასურეთის გუნდები.

ტურნირს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი და ა.ა.ი.პ. თეთრიწყაროს სპორტული სკოლის დირექტორი ზურაბ ბაბლუანი დაესწრნენ.

სამოყვარულო დიდ ფეხბურთში „მოყვარულთა თასის“ გათამაშებას ახორციელებს საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, 
„მოყვარულთა თასი 2019“ სამ ეტაპად ჩატარდება - მუნიციპალური, რეგიონალური და ფინალური.
„მოყვარულთა თასი“ არის ოფიციალური სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და აღიარებულია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს - UEFA-ს მიერ. 

ჩემპიონატის მიზნებია: ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა; მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების ორგანიზება; ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია საზოგადოებაში; ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა; სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენა; ვეტერანი ფეხბურთელების დაბრუნება ფეხბურთში; დამწყები მწვრთნელებისა და მსაჯების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3603
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5401
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917