თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამშვილდეს იტალიელი არქიტექტორები და რესტავრატორები ესტუმრნენ
15 ივლ 2019
 

24 მაისს, კავკასიის ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ ქალაქს - სამშვილდეს, იტალიელი არქიტექტორები და რესტავრატორები ესტუმრნენ და გაეცნენ სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის კვლევის შედეგებს

ვიზიტის ფარგლებში, ორგანიზაცია Yococu- (ახალგაზრდები კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისათვის) პრეზიდენტმა ანდრია მაკიამ, ორგანიზაციის წამყვანმა სპეციალისტმა, რესტავრატორმა ლაურა რივალოლმა, სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის კონსულტანტმა, არქეოლოგმა ალვარო იეგუერასმა და ექსპედიციის ხელმძღვანელმა დავით ბერიკაშვილმა საქართველოს უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ახალგაზრდა მეცნიერებს, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთების საექსპოზიციოდ მომზადების პრაქტიკული მეცადინეობის კურსები ჩაუტარეს.
სტუდენტებს და უცხოელ არქიტექტორ-რესტავრატორებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, რწმუნებულის ადმინისტრაციის თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია შეხვდნენ და მოისმინეს ინფორმაცია არქეოლოგიურ კვლევებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდებზე. 

ამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია პროფესორის და არქეოლოგის დავით ბერიკაშვილის ხელმძღვანელობით 7 წელია მუშაობს სამშვილდის ნაქალაქარის არქეოლოგიურ, პალინოლოგიურ, ანთროპოლოგიურ და სხვა ინტერდისციპლინურ კვლევებზე. ძეგლის მრავალსაუკუნოვანი წარსულიდან გამომდინარე, კვლევებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები, მეთოდები და ისტორიული წყაროები. ექსპედიციაში ჩართულნი არიან საქართველოს უნივერსიტეტის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევარი-მეცნიერები. ასევე, ევროპისა და კანადის წამყვანი უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3456
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ოთხ 2025
2636
ივნ 27 პარ 2025
2513
აგვ 12 სამ 2025
2745
ივლ 01 ორშ 2024
5497
იან 14 კვ 2024
5491
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
ნოემ 27 ხუთ 2025
801