თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში წყლის რესურსების მართვის პროექტის განხილვა გაიმართა
31 მაი 2019
 

16 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, “ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის" (EUWI+) პროექტის ფარგლებში, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და ხრამი-დებედას მდინარეთა აუზის მართვის გეგმის შუალედური შედეგების განხილვა გაიმართა. შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ალნერი დარბაიძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტების, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თეთრიწყაროს სერვისცენტრის და საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლები. ასევე “ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის" პროექტის გუნდი და სხვა დაინტერესებული მხარეები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, “ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის" (EUWI+) პროექტის მხარდაჭერით, დაიწყო ხრამი-დებედასა და ალაზანი-იორის მდინარეების აუზების მართვის გეგმების შემუშავება, რომელიც მოიცავს მდინარის მართვის გარემოსდაცვით მიზნებს და ღონისძიებებს მათ მისაღწვად. შეხვედრა მიზნად ისახავდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობას წყლის რესურსების მართვის პროცესის ახალ რეფორმაში და მდინარის სააუზე მართვის გეგმის შემუშავებისას, მიზნებისა და შესაბამისი ქმედებების განსაზღვრის პროცესში მათ მონაწილეობის უზრუნველყოფას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2389
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1916
იან 00
2946
ივლ 02 ოთხ 2025
5396
ივნ 27 პარ 2025
5225
აგვ 12 სამ 2025
5764
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1916