9 მაისს ქ. თეთრიწყაროში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღინიშნა.
კულტურისა და დასვენების პარკში შეკრებილმა საზოგადოებამ პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ მუხაშავრიამ, გვირგვინით შეამკეს ომში დაღუპულთა მემორიალი. გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა თეთრიწყაროს წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა პავლე ზურაბიანმა.
თეთრიწყაროს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებას დაესწრო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 4 ვეტერანს: 102 წლის აშოტ არუთინიანს (ქ.თეთრიწყარო), 95 წლის ვასილ გიგოლაშვილს (სოფ.კოდა), 95 წლის არმენ დავითაშვილს (სოფ.კოდა) და 94 წლის არჩილ თეგაძეს (სოფ.შავსაყდარი) მუნიციპალიტეტის მერიამ სასაჩუქრე კალათები გადასცა და ერთჯერადი დახმარების სახით, გაიცა თანხა თითოეულ ვეტერანზე 500 ლარის ოდენობით.
სიახლეები
თეთრიწყაროში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა
09 მაი 2019
მნახველთა რაოდენობა: 3511
დატოვეთ კომენტარი (0)
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
812
სექ 04 ოთხ 2024
255
სექ 02 ორშ 2024
936
აგვ 06 სამ 2024
1187
აგვ 02 პარ 2024
1054
აგვ 02 პარ 2024
238