თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მორიგი სამუშაო შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან
06 ნოემ 2015
 

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა გაგებლის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების ხელმძღვანელი ვახტანგ ბურჯანაძე თანამშრომლებთან ერთად.

შეხვედრას ესწრებოდნენ; თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ერეკლე კუხიანიძე და გამგებლის მოადგილე ლია ზურებიანი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ბურჯანაძემ გამგებლის წარმომადგენლებს გააცნო სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ინსტრუქცია. ისაუბრეს მუნიციპალიტეტში სოციალური მომსახურების კუთხით არსებულ პრობლემებზე და იმსჯელეს მათი ერთობლივი გადაჭრის გზებზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4746
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ოთხ 2025
2634
ივნ 27 პარ 2025
2510
აგვ 12 სამ 2025
2743
ივლ 01 ორშ 2024
5494
იან 14 კვ 2024
5488
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
ნოემ 27 ხუთ 2025
800