თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ ბორბალოში არსებული საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო
18 მაი 2016
 

სოფელ ბორბალოში არსებული საბავშვო ბაღი, რომელშიც ამჟამად 40 აღსაზრდელია, ემსახურება სოფელ ბორბალოს და ღოუბნის სკოლამდელი ასაკის ბავშვებს. საბავშვო ბაღის შენობის მოძველებული ინფრასტრუქტურა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისთვის შეუსაბამო პირობებს ქმნიდა, ვინაიდან მთლიანად იყო მწყობრიდან გამოსული შენობის სახურავი, კედლები, შენობაში არ არსებობდა წყალგაყვანილობის და საკანალიზაციო სისტემა, ხოლო არსებული ოთახები არ შეესაბამებოდა სტანდარტებს.

საბავშვო ბაღში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წელს შემუშავდა საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას. პროექტით გათვალიწინებულია შენობის სახურავის გადახურვა თუნუქით, სასმელი წყლის და კანალიზაციის სისტემის მოწყობა, შენობაში კოსმეტიკური რემონტის ჩატარება და სხვა.
ახლადრეაბილიტირებული ბაღის შენობა გათვლილი იქნება 60 ბავშვზე. შენობაში შექმნილი გაუმჯობესებული პირობები ხელს შეუწყობს ბავშვების ფიზიკური, გონებრივი და ზნეობრივი აღზრდის პროცესის სრულყოფას. აღნიშნული პროექტის ღირებულება შეადგენს 79293,60 აქედან სახელმწიფო ბიუჯეტი 75328,92 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი 3964,68 ლარი.სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის 5 მაისს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2016 წლის 1 ნოემბერს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4395
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ოთხ 2025
2671
ივნ 27 პარ 2025
2550
აგვ 12 სამ 2025
2782
ივლ 01 ორშ 2024
5544
იან 14 კვ 2024
5538
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
ნოემ 27 ხუთ 2025
819