თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა
23 აპრ 2019
 

23 აპრილს . თეთრიწყაროში, .... თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრში, წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სპეციალურად   მოეწყობილ სივრცეში წარმოდგენილი იყო წიგნების გამოფენა და სამკითხველო კუთხე. ცენტრში მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სასიამოვნო გარემოში გაცნობოდნენ ბიბლიოთეკაში დაცულ წიგნად ფონდს და მიეღოთ ინფორმაცია საბიბლიოთეკო საქმიანობასთან დაკავშირებით

ღონისძიებას დაესწრნენ: მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, მერიის თანამშრომლები, სკოლის მოსწავლეები, ბიბლიოთეკაში მომუშავე სპეციალისტები და თემით დაინტერესებული პირები. მათ თეთრიწყაროს ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს
მალხაზ სამაშვილმა ღონისძიების ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა კულტურის ცენტრის დირექტორს ქალბატონ ზამირა ხაჭვანს, მის მოადგილეს ქალბატონ ნელი მაისურაძეს და კულტურის ცენტრის თანამშრომლებს. მალხაზ სამაშვილმა ასევე დაათვალიერა . თეთრიწყაროს ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია 21 ათასამდე წიგნი: როგორც ქართული, ასევე უცხოური მხატვრული ლიტერატურა, საბავშვო და სხვა საინტერესო გამოცემები ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიმართულებით.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 9 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს, მათ შორის ერთი . თეთრიწყაროში და 8 სხვადასხვა დასახლებაში. აღსანიშნავია რომ 2019 წელს გაიხსნა ახალი ბიბლიოთეკა სოფელ თონეთში
1995
წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის და საავტორო უფლების დაცვის დღედ გამოცხადდა. ამ თარიღის საქართველოში აღნიშვნის ტრადიცია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით დამკვიდრდა და 2003 წლიდან სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4649
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ოთხ 2025
2636
ივნ 27 პარ 2025
2513
აგვ 12 სამ 2025
2745
ივლ 01 ორშ 2024
5497
იან 14 კვ 2024
5491
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
ნოემ 27 ხუთ 2025
801