თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის მიზნით დაგეგმილი პროექტები
12 აპრ 2019
 

 ადგილობრივი მოსახლეობისათვის სტანდარტების შესაბამისი, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, მერია გეგმიურად ახორციელებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ჭივჭავში. პროექტის ფარგლებში შეიცვალა შენობის სახურავი, კარ-ფანჯარა აგრეთვე, გათვალისწინებულია ცენტრალური გათბობის სისტემების მოწყობა, სამზარეულოს, სველი წერტილების და ეზოს მოწესრიგება.

პროექტის განხოციელებაზე 174 888 ლარი დაიხარჯება (ხელშეკრულების მიხედვით). მნიშვნელოვანია, რომ შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.

2019 წელს ახალი საბავშვო ბაღები აშენდება სოფელ წინწყაროში და სოფელ ფარცხისში (მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება), ხოლო სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ მარაბდის საბავშვო ბაღს (მერიის მიერ გამოცხადებულია ტენდერი სამუშაოებზე NAT190005555). პროექტის სავარაუდო ღირებულება 143`981 ლარს შეადგენს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4149
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5401
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917