თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საკრებულომ 2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროექტები მოიწონა
29 მარ 2019
 

29 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ,  2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიწონა.

2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებლი პროექტებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხა 884 000 ლარს შეადგენს, რომელიც შესაბამისი დასახლების საერთო კრებების და რეგისტრირებულ ამომრჩეველთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე და მოსახლეობის საერთო საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში დაიხარჯება.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის   654 დადგენილებით დამტკიცებულისაქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი  პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების  შესაბამისად, 2019 წლის 23 იანვრიდან, 8 თებერვლის ჩათვლით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დასახლების საერთო კრებები და მოსახლეობასთან  კონსულტაციები გაიმართა 78 დასახლებულ პუნქტში. საერთო კრებებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაესწრო 3530 ადამიანი.

განკარგულება 23.pdf

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4520
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5401
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917