19 მარტს ქ. თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლაში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გაიმართა, რომელშიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარმატებულმა მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
მიღებული ქულების მიხედვით, „2019 წლის თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ წოდება ქ. თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეს მათე ალთუნაშვილს მიენიჭა. მეორე ადგილზე გავიდა №1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ თეგაძე, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ქ. თეთრიწყაროს №2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე დიანა აკოფიანი გახდა. მაღალი ქულები დააგროვეს ასევე დიდი თონეთის, ერტისის, ჭივჭავის, წინწყაროს, ენაგეთის და ქ. თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ კონკურსის მონაწილეებს მიღწეული შედეგები მიულოცა და საჩუქრად ვიზუალური ენციკლოპედია-ფოტოპედია გადასცა. “ეტალონის“ წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის თეთრიწყაროს ეტალონ მოსწავლეს“, ნინო ახუაშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია, მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები და მშობლები.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონის“ გამარჯვებულ მოსწავლეს მათე ალთუნაშვილს მიღწეულ შედეგს და წარმატებას უსურვებს პროექტის თითოეულ მონაწილეს.
აღსანიშნავია, რომ მერია „ეტალონის“ მონაწილე მოსწავლეებისათვის ყოველწლიურად უზრუნველყოფს ექსკურსიის ორგანიზებას.
სიახლეები
ინტელექტ-ჩემპიონატზე "თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლე" გამოვლინდა
19 მარ 2019
მნახველთა რაოდენობა: 3790
დატოვეთ კომენტარი (0)
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
617
სექ 02 ორშ 2024
775
აგვ 06 სამ 2024
988
ივლ 29 ორშ 2024
1193