თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ ჭივჭავში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
15 მარ 2019
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, სოფელ ჭივჭავში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაობი მიმდინარეობს. შეიცვალა შენობის სახურავი, კარ-ფანჯარა, შეილესა კედლები. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სამზარეულო, სველი წერტილები და ეზო, მოეწყობა ცენტრალური გათბობის სისტემები. შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე გაეცნენ: მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჭივჭავის თემიდან დავით ხვისტანი, მერიის ზედამხედველობს სამსახურის უფროსი ნიკოლოზ სულხანიშვილი და მერის წარმომადგენელი ჭივჭავის ადმინისტრაციულ ერთეულში თამაზ ზურაბიანი. მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში, სტანდარტების შესაბამისი და თანაბრად ხელმისაწვდომი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად გეგმიურად ხორციელდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება: 2019 წელს ახალი საბავშვო ბაღები აშენდება სოფელ წინწყაროში და სოფელ ფარცხისში, ხოლო სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ მარაბდის საბავშვო ბაღს.

სოფელ ჭივჭავის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის განხოციელებაზე 174 888 ლარი დაიხარჯება (ხელშეკრულების მიხედვით). სამუშაობს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია შპსარტიფექსი“.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3832
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ოთხ 2025
2648
ივნ 27 პარ 2025
2526
აგვ 12 სამ 2025
2758
ივლ 01 ორშ 2024
5512
იან 14 კვ 2024
5509
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
ნოემ 27 ხუთ 2025
803