თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 3 428 652 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
12 მარ 2019
 

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 3 428 652 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.
მიღებული დაფინანსების ფარგლებში გათვალისწინებულია:
სოფელ ვაშლოვნის სოფელ კოდასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის (4,7 კმ) რეაბილიტაცია (გამოცხადებულია ტენდერი NAT190002090, მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები).
სოფელ შავსაყდარში მისასვლელი საავტომობილო გზის (3,2 კმ) რეაბილიტაცია (გამოცხადებულია ტენდერი NAT190001707, მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები).
დაბა მანგლისში თამარ მეფის ქუჩის (1 კმ) რეაბილიტაცია (გამოცხადებულია ტენდერი NAT190004753);
. თეთრიწყაროში აბანოს ქუჩის საავტომობილო გზის (0,14 კმ) მოწყობა (გამოცხადებულია ტენდერი NAT190003450, მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები);
. თეთრიწყაროში ჭავჭავაძის ჩიხის საავტომობილო გზის (0,4 კმ) მოწყობა (გამოცხადებულია ტენდერი NAT190003456, მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები);
. თეთრიწყაროში გურამიშვილის ქუჩის საავტომობილო გზაზე (0,5 კმ) ასფალტის საფარის მოწყობა (ტენდერში NAT190001034 გამარჯვებული გამოვლენილია)
. თეთრიწყაროში წმინდა ნინოს ქუჩის საავტომობილო გზის (0,47 კმ) მოწყობა (ტენდერი NAT190001032 დასრულდა უარყოფითი შედეგით, გამოცხადდება განმეორებით).
საერთო ჯამში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 10,4 კმ მისასვლელ და შიდა საავტომობილო გზას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3395
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1373
იან 14 კვ 2024
1907
იან 07 შბ 2023
4237
ოქტ 24 ორშ 2022
3689
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები